Sales & Marketing - Business Model Canvas

Sales & Marketing - Business Model Canvas

მარკეტინგისა და გაყიდვების პროცესის მართვა რთული და კომპლექსურია, შესაბამისად, სწორი სტრატეგიის გარეშე კონკრეტული და გრძელვადიანი შედეგების მიღება პრაქტიკულად წარმოუდგენელია.

საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრის ტრენინგებისა და ენების აკადემია გთავაზობთ ინოვაციურ მარკეტინგისა და გაყიდვების ბიზნეს მოდელ კანვასზე დაფუძნებულ კურსს, რაც დამყარებულია ბიზნესის დაგეგმარების უნიკალურ და აპრობირებულ მეთოდებზე და დაგეხმარებათ არსებული და სამომავლო საქმიანობის სწრაფ და ეფექტურ განვითარებაში.

კურსდამთავრებულები შეძლებენ ახლებურად შეხედონ გაყიდვებსა და მარკეტინგს, როგორც პროფესიას და ბიზნესს, სწორედ დაგეგმონ სრული პროცესი, უკეთესად დააპოზიციონირონ საკუთარი თავი ბაზარზე, აღმოაჩინონ კომუნიკაციის ახალი ეფექტური მეთოდები და მიდგომები, დაეხმარონ პოტენციურ მყიდველებს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში, მოახდინონ ბრენდინგი და გაზარდონ საკუთარი თვითშეფასება (Self – Marketing).

კურსს წარუძღვება Sabine Grosser - სპეციალურად მოწვეული გერმანული ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიის მარკეტინგის ექსპერტი, 15 წლიანი გამოცდილებით მარკეტინგისა და IT ტელეკომუნიკაციის სექტორში, პროფესიონალი ბიზნეს-ქოუჩი და საერთაშორისო ტრენერი საშუალო და მსხვილ ბიზნესებთან წარმატებული თანამშრომლობის ისტორიით. იგი ასევე გახლავთ Business and Professional Women Network-ის დიუსელდორფის პრეზიდენტი და Alexander Technique International-ის (ATI) მიწვეული ლექტორი.

 

კურსის შინაარსი:

  • Business Model “You” - Self Marketing strategies
  • Branding
  • Business Model Canvas with the following Content:
  • Customers/Target Group
  • Value of the Offer
  • Sales Channels
  • Key Activities of the Company
  • Key Resources
  • Key Partners Needed
  • Benefits & Costs
  • Relationship to the Customer
  • Professional Networking
  • Public Speaking 
  • Role Model Evening – Practical Evening with a German Marketing Leader

 

გამოყენებული სწავლების მეთოდები: კურსის მსვლელობისას გამოყენებული იქნება ევროპული და ქართული პრაქტიკული ქეისები, სავარჯიშოები, ტესტები და სამუშაო ვორქბუქი, რაც მონაწილეებს საშუალებას მისცემს სწორად შეაფასონ საკუთარი უნარები/ტექნიკები  და შესაძლებლობები,  ხოლო კურსის ბოლოს კი მიიღონ ახალი მოდელი, რომელიც გახდება მათი შედეგების გაუმჯობესების სახელმძღვანელო და პრაქტიკაში გაზომვადი შედეგები ექნება.

 

კურსის ხანგრძლივობა - 3 დღე - 12 საათი


გაიცემა საერთაშორისო სტანდარტის ორენოვანი სერტიფიკატი

 

ტრენინგის ღირებულება : 450 ლარი (გათვალისწინებულია ლანჩი)

 

კორპორატიული ფასდაკლება:

  1. ორი ან სამი თანამშრომელი – 15%
  2. ოთხი ან მეტი თანამშრომელი – 20% 

ადგილები შეზღუდულია ასე, რომ გელოდებით, იჩქარეთ !

 

საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრის ტრენინგებისა და ენების აკადემია

ტელ: +995 32 2308661   მობ: +995 577 64 34 98

საქართველო, თბილისი, 0194 დავით გამრეკელის ქ. #8

მეილი: Manager@irc.com.ge

 

 

date
დასაწყისი
2020.03.10
duration
ხანგრძლივობა
3 დღე
institution
დაწესებულება
level
ხარისხი
ენა
ინგლისური
places
თავისუფალი ადგილი
15
ფასი 450.00 USD
რეგისტრაცია

გააზიარეთ

გადახდა

მსგავსი

  • IRC Language & Training Academy
  • 2016.09.01

ToT for HSSE trainers

  • IRC Language & Training Academy
  • 2020.09.01

BBA