შეხვედრა პროფესორ ქეთევან ნემსაძესთან
23 დეკემბერს 18 საათზე ,,საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრი IRC’’ გეპატიჟებათ ქეთევან ნემსაძესთან შესახვედრად. შეხვედრის მთავარი მიზანია წიგნის ,,ორსულობიდან ზრდასრულობამდე’’ პრეზენტაცია და ყველა მშობლისთვის საინტერესო თემების განხილვა.
გელით ყველას! დასწრება თავისუფალია!
წიგნი დამსწრეებს გადაეცემა საჩუქრად!
,,ორსულობიდან ზრდასრულობამდე’’ დაწერილია ყველა მომავალი დედისთვის, ასევე მათთვის ვისაც ჩვილი ბავშვის ყავს, ან სულაც მათთვის ვისი შვილიც უკვე ზრდასრულია. წიგნში განხილულია ყველასთვის საინტერესო თემები და ის სასარგებლო რჩევები, რომლებიც მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ. ხშირად ჩვენ ერთმანეთის გამომრიცხავ ინფორმაციას ვიღებთ, როგორ შეიძლება ან როგორ არ შეიძლება ბავშვთან მოქცევა, რა არის რეკომენდირებული და ა. შ ამ წიგნის მიზანი კი ის არის, რომ სწორი პასუხი გასცეს თქვენს კითხვებს.
მიიღეთ საჭირო რჩევები ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი პედიატრის ქეთევან ნემსაძისგან. დამსწრეებს საშუალება ექნებათ დასვან მათთვის საინტერესო ნებისმიერი კითხვა და მოისმინონ ამომწურავი და უტყუარი ინფორმაცია.
ქეთევან ნემსაძე - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს პედიატრთა აკადემიის პრეზიდენტი. მისი სამუშაო გამოცდილება მოიცავს მრავალწლიან საქმიანობას სხვადასხვა მიმართულებებით ლოკალურ და საერთაშორისო დონეებზე. ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი პედიატრი მზადაა საკუთარი მრავალწლიანი გამოცდილება გაგიზიაროთ
შეხვედრის დრო და ადგილი: შეხვედრა გაიმართება 23 დეკემბერს 18 საათზე
საერთაშორისო ურთიერთობების ტრენინგ-ცენტრში მისამართი დ. გამრეკელის #8 (ყოფილი კუტუზოვის ქუჩა, საბურთალო)
დასწრება თავისუფალია, ადგილები შეზღუდულია
დასწრებისთვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ
,, IRC საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრი’’
☎ ☎ 2 30 86 61; მობ. 577 64 34 98
მსგავსი
- IRC Language & Training Academy
- 2017.05.22
საჯარო გამოსვლები და დარწმუნების ხელოვნება
- IRC Language & Training Academy
- 2017.06.06
Leadership in action
- IRC Language & Training Academy
- 2016.09.01
გუნდური მუშაობა
- IRC Language & Training Academy