სასაცილოა მაგრამ ფაქტია, რომ ვოლტ დისნეი, კარიერის დასაწყისში ფანტაზიის არ ქონის გამო დაიწუნეს. ეს ადამიანი დღეს ფანტაზიის, კრეატიულობის და წარმატებული მენეჯერის სიმბოლოა.
იმ მულტიპლიკაციური გმირების გარდა, რომელიც მან შექმნა და ყველა ჩვენგანს შეაყვარა დისნეი საკმაოდ ცნობილია, როგორც მენეჯერი-ინოვატორი მან საკუთარ კომპანიაში დანერგა ახალ პროექტებზე და გადაწყვეტილებებზე მუშაობის განსხვავებული მოდელი.
მას თანამშრომლებისთვის ქონდა 3 ოთახი. პირველ ოთახს ერქვა მეოცნების ოთახი. ამ ოთახში შესვლის შემდეგ თანამშრომლები ოცნებობდნენ და ამბოდნენ ყველანაირ იდეას და პროექტს, რომელსაც წარმოიდგენდნენ (რა თქმა უნდა, სამსახურთან დაკავშირებულს)
შემდეგ იგივე თანამშრომელი შედიოდა პესიმისტის ოთახში. ამ სივრცეში შესვლის მერე ისინი იწყებდნენ ყველა საფრთხის განსაზღვრას. არკვევდნენ და აკრიტიკებდნენ საკუთარ მოსაზრებებს, რომელიც მეოცნებე-ოპტიმისტის ოთახში გამოთქვეს.
ბოლოს ისინი მესამე რეალისტის ოთახს სტუმრობდნენ, რეალურად ( არც ოპტიმისტურად და არც პესიმისტურად) აფასებდნენ იდეას, საზღვრავდნენ დაბრკოლებებს და ამის მერე იღებდნენ გადაწყვეტილებას.
ვოლტ დისნეის მოდელი საკმაოდ ხშირად გამოიყენება წარმატებულ კომპანიებში. ოთახში სიარულის ნაცვლად, ისინი თანამშრომლებს ყოფენ 3 კაციან ჯგუფებად. ჯგუფის ყველა წევრი მონაცვლებით არის მეოცნებე, პესიმისტი და რეალისტი. დისკუსიის დასრულების შემდეგ ყველა ჯგუფს აქვს წარმატებული იდეა, რომელზე მუშაობის პროცესში განსაზღვრულია ყველა შესაძლებლობა და დაბრკოლება, რაც მთავარია კი ეს ყველაფერი შეფასებულია რეალისტურად
ენდეთ ვოლტ დისნეის წარმატებულ მოდელს და დანერგეთ ის საკუთარ კომპანიაში
IRC ენების და ტრენინგების აკადემია გისურვებთ წარმატებას