Viber

ახალი საქმის წამოწყება ყოველთვის ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული. განსაკუთრებით მაშინ თუ თქვენი პროდუქტი და მომსახურება ინოვაციური და განსხვავებულია. მოტივაცია რომ არ დაკარგოთ და მყარად გააგრძელოთ სვლა წარმატებისკენ გაეცანით დღეს საკმაოდ ცნობილი კომპანია ,,viber’’-ის წარმატების ისტორიას.

,,Viber’’ მობილური აპლიკაციაა, რომლითაც ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს. ის საშუალებას გვაძლევს დავუკავშირდეთ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მყოფ ადამიანებს. ამისთვის კი მხოლოდ ინტერნეტია საჭირო.

,,Viber’’ შექმნის ისტორია 2010 წელს დაიწყო. აპლიკაცია I phone-ისთვის შეიქმნა და მისი მთავარი მიზანი იყო Skype-ისთვის გაეწია კონკურენცია. კომპანიამ ფართო საზოგადოებას თავი 2011 წელს გააცნო. თუმცა ის სათანადოდ ცნობილი არ იყო და შესაბამისად მას ნაკლებად ენდობოდნენ. ერთ წელში კომპანიამ შესძლო ცნობადობის გაზრდა და შეიქმნა მისი მობილური ვერსიები blackberry და Windows-ისთვის.

რა თქმა უნდა, 2010 წლიდან viber-ს არ ჰქონია ყველა ის ფუნქცია რასაც ის დღეს გვთავაზობს, მისი შემქმნელები მას პერიოდულად აახლებდნენ. თავდაპირველ ვერსიას არ ჰქონდა HD ხარისხის ხმა, ფოტოების და ადგილმდებარეობის გაზიარების ფუნქცია და .

კომპანია დღეს

აპლიკაცია დღეს ყველაზე პოპულარულ მობილურ აპლიკაციათა ხუთეულში ადგილს არ თმობს. მის შემქმნელები კი ძალიან ამაყობენ, რომ ის ერთ-ერთი საკმაოდ პოპოულარული და საყვარელი საშუალებაა მთავრობის პირველი პირების საუბრის შემთხვევაშიც კი.

დღეს მხოლოდ ამ ხმის გაგონებაა საკმარისი, რომ მიხვდეთ ,, Viber-ში გირეკავენ’’