CV იგივე რეზიუმე ჩვენი პირველი შანსია დამსაქმებელზე დადებითი შთაბეჭდილება მოვახდინოთ. საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრი გთავაზობთ რჩევებს, რომ თავი აარიდოთ 5 ყველაზე გავრცელებულ შეცდომას CV შედგენისას.
1. რეზიუმეს მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 2 გვერდს. თქვენი CV დამუშავების რამდენიმე ეტაპს გადის. პირველი ეს არის გადარჩევა. შეეცადეთ, რომ ამ ეტაპისთვის კარგად მოემზადოთ, რადგან ამაზეა დამოკიდებული თქვენი შემდგომი წარმატება. 2 გვერდზე უფრო დიდ რეზიუმეს ძალიან ზერელედ ათვალიერებენ. თუ მაინც ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილება 2 გვერდზე ვერ ეტევა გაითვალისწინეთ, რომ კომპანია Google-ის დამფუძნებლის CV სულ რაღაც ერთი გვერდია.
2.მოარგეთ რეზიუმე კონკრეტულ პოზიციას. არ არის საჭირო მან მოიცვას მთელი თქვენი ცხოვრებისეული გამოცდილება. აღნიშნეთ და ახსენეთ მხოლოდ ის რაც ამ კონკრეტული პოზციისთვის გჭირდებათ. შესაბამისად როდესაც ერთ ,,შეუცვლელ CV-ს’’ აგზავნიან, სხვადასხვა კომპანიებში, განსხვავებულ პოზიციაზე არ არის სწორი.
3. თხრობა უნდა იყოს აწმყოდან წარსულისკენ. მაგალითად თუ უთითებთ სასწავლებელს პირველად ახსენეთ მაგისტრატურა და შემდეგ ბაკალავრიატი. თუ რომელიმე მათგანი წარმატებით დაასრულეთ აღნიშნეთ ესეც. მიუთითეთ სწავლების წლები. გაითვალისწინეთ, რომ სკოლის ხსენება არ არის საჭირო. აღნიშნეთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენ სწავლობდით რაიმე განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებულ მოსწავლეთა სასწავლებელში.
4. აუცილებლად მიუთითეთ სამსახურეობრივი გამოცდილება იგივე წყობით. ჯერ აღნიშნეთ მიმდინარე პოზიცია. ასევე მოკლედ ახსენეთ ის ფუნქცია-მოვალეობები, რომელსაც ასრულებთ. არ დაგავიწყდეთ ყურადღების გამახვილება, მიღწეულ წარმატებებზე. მაგალითად თუ იყავით ისეთი კომპანიის მარკეტინგის სამსახურის უფროსი, რომელმაც ამ პერიოდში თავისი გაყიდვები 2-ჯერ გაზარდა ეს აუცილებელად უნდა აღნიშნოთ.
5. მიუთითეთ რომელ ენას ფლობთ, დონე და საერთაშორისო სერტიფიკატი (თუ გაქვთ, რა თქმა უნდა)
მეტი თვალსაჩინოებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ცხრილი, მაგალითად
ენა |
წერილობითი კომუნიკაცია |
ვერბალური კომუნიკაცია |
სერტიფიკატი |
ინგლისური |
ძალიან კარგი |
ძალიან კარგი |
IELTS; ქულა-7,5 ვადა 2018 წლამდე |
ესპანური |
ძალიან კარგი |
ძალიან კარგი |
Dele; ქულა-7 უვადო |
და ბოლოს, გაითვალისწინეთ ზოგადი რჩევები:
- თუ ხართ სტუდენტი და არ გაქვთ დიდი სამუშაო გამოცდილება, ხაზი გაუსვით პროექტებში მონაწილეობას და აკადემიურ მიღწევებს. ყურადღება გაამახვილეთ იმ უნარებზე, რომელიც აუცილებლად გამოგადებათ აღნიშნულ პოზიციაზე.
- რეზიუმეს ფოტო უნდა იყოს აკადემიური
- რეზიუმე იგზავნება PDF ფორმატით
- CV-ში რეკომენდატორების აღნიშვნა კარგი ტონია
- ელ. ფოსტით შეტყობინების გაგზავნისას თემაში (subject) მიუთითეთ პოზიცია. მეილს თან დაურთეთ ტექსტი, მაგალითად:
მოგესალმებით,
გიგზავნით ჩემს რეზიუმეს, გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
პატივისცემით,
სახელი გვარი
გისურვებთ წარმატებებს!