საჯარო გამოსვლები და დარწმუნების ხელოვნება
როგორ უნდა მოემზადოთ საჯარო გამოსვლისთვის და მოახდინოთ დადებითი გავლენა მსმენელზე?
ამ კითხვაზე პასუხი შეგიძლიათ საჯარო გამოსვლების და დარწმუნები ხელოვნების ტრენინგზე მიიღოთ.
ეს არის კურსი თქვენთვის თუ ხართ: საშუალო და მაღალი დონის მენეჯერი, PR-ის სპეციალისტი, მარკეტოლოგი, ბიზნესის სფეროს წარმომადგენლი, საჯარო მოხელე, იურისტი, ჟურნალისტი...
ან უბრალოდ ადამიანი, რომლის პროფესია ითხოვს დარწმუნების ხელოვნების სათანადო ცოდნას!
ტრენერის შესახებ:
ილია მესხი 2000 წლიდან საგანმანათლებლო დებატების ასოციაციის წევრი, მრავალი ტურნირის მონაწილე, ტრენერი და მსაჯი, მიყავს საჯარო სიტყვით გამოსვლის კურსი საქართველოს უნივერსიტეტში, არის ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მოწვეული ტრენერი.
კურსის თემატიკა:
- საჯარო სიტყვით გამოსვლის პრინციპები
- მსმენელის ანალიზი და ადაპტაცია
- შესავლის ელემენტები, დებულების ჩამოყალიბება, დასკვნის მომზადება
- მთავარი პუნქტების გამოყოფა, ქვეპუნქტების გამოყოფა და იერარქიული გაწერა
- დამატებითი საპრეზენტაციო მასალების მომზადება
- შესაფერისი, ადეკვატური, გასაგები და ხატოვანი საუბარი
- სხეულის და ხმის ეფექტიანი გამოყენება
- ინფორმაციული გამოსვლის ეფექტიანობის კრიტერიუმები, ინფორმაციის მიწოდების მეთოდები
- LOGOS / PATHOS / ETHOS
- დამარწმუნებელი და მოტივაციური გამოსვლის სტრატეგიები
ხანგრძლივობა: 1 თვე (30 საათი / 10 შეხვედრა )
ტრენინგის დღეები:
ორშაბათი19:00 - 22:00
ოთხშაბათი 19:00 – 22:00
პარასკევი 19:00 – 22:00
ღირებულება: კურსის სრული ღირებულებაა 380 ლარი
ტრენინგზე რეგისტრაციის ბოლო ვადა: 19 მაისი
ტრენინგის ფორმატი:
დისკუსია/დებატები; ჯგუფური მუშაობა: პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL); შემთხვევის ანალიზი (Case study); გონებრივი იერიში (Brain storming); დემონსტრირების მეთოდი; გამოყენებული იქნება აგრეთვე ინდუქციის, დედუქციის, ანალიზისა და სინთეზის მეთოდები.
სასწავლო კურსის მიზანია:
- შეუქმნას მსმენელს ცოდნის მარაგი საჯარო სიტყვით გამოსვლის ძირითად პრინციპებზე
- შეასწავლოს საჯარო სიტყვით გამოსვლის მომზადების ეტაპები და სიტყვით გამოსვლის ტექნიკა
- მიაწოდოს მსმენელს ინფორმაცია საჯარო სიტყვით გამოსვლაში არსებულ უახლეს ტენდენციების შესახებ
- ასწავლოს მსმენელს სხვისი გამოსვლის შეფასება და კონსტრუქციული კრიტიკა.
ყოველ მსმენელს გადაეცემა ორენოვანი სერტიფიკატი, ჰენდაუთი და დამატებითი ინფორმაცია საჭირო ლიტერატურაზე.
IRC Language & Training Academy
2 30 86 61; მობ. 577 64 34 98
ქ. თბილისი, დ. გამრეკელის ქ. #8
www.irc.com.ge
მსგავსი
- IRC Language & Training Academy
- 2017.11.20
იაპონური ენის შემსწავლელი კურსები
- IRC Language & Training Academy
- 2017.04.01
სამაგისტრო გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი
- IRC Language & Training Academy
- 2016.09.19
ჩინური ენის შემსწავლელი კურსები
- IRC Language & Training Academy
- 2019.02.25