კონფერენციების და წვეულებების დაგეგმვა
ნებისმიერი პროცესის ორგანიზებული მართვა შედეგის ეფექტურობის განმსაზღვრელია.ეს განსაკუთრებით ნათლად ვლინდება განსხვავებული სტილის ღონისძიებათა ორგანიზებისას. ვისაც გსურთ გამოიმუშავოთ სათანადო უნარები და აიმაღლოთ პროფესიონალიზმი ღონისძიებათა დაგეგმვასა და ხარისხიან მართვაში,აღნიშნული კურსით მიიღებთ შესაბამის ცოდნა-გამოცდილებას.
1 ნოემბრიდან
საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრი გთავაზობთ ტრენინგს:
კონფერენციების და წვეულებების დაგეგმვა
სასწავლო კურსი განკუთვნილია: კერძო/საჯარო სექტორის წარმომადგენლებისთვის, ოფის-მენეჯერებისთვის, ღონისძიების მომწყობი ტურისტული სააგენტოების, სასტუმროებისა და რესტორნების პერსონალისთვის, სტუდენტებისა და თვითდასაქმებული პირებისთვის.
თემატიკა:
- ღონისძიებათა მართვის ძირითადი ასპექტები
- ღონისძიებათა კლასიფიკაცია და მიზნები
- ორგანიზატორის პროფესიული უნარები
- საჭირო რესურსების განსაზღვრა და მართვა
- ადგილის შედარებითი დახასიათება
- სამოქმედო გეგმა და პროცესების კოორდინირება
- საქმიანი წინადადების მომზადება და წარდგენა
- ღონისძიების დიზაინის და სცენარის შედგენა
- ბიუჯეტირება და სპონსორების დაინტერესება
- კონფერენციები და საქმიანი შეხვედრები
- ქორწილების / ბანკეტების ორგანიზება
- გასართობ-სანახაობრივი ტურების დაგეგმვა
ტრენინგის ფორმატი: 40 % თეორიული ნაწილი + 60 % პრაქტიკული მეცადინეობა, ინდივიდუალური / ჯგუფური პრეზენტაციები, საშინაო დავალებები და სავარჯიშოები, დამოუკიდებელი სამუშაოს შეფასება, დისკუსია, როლური თამაშები, პროექტის მომზადება
ჩატარების ადგილი: ქ. თბილისი, დ. გამრეკელის ქ. #8, შაბათობით - სასტუმრო/რესტორანი (წინასწარი შეთანხმებით)
ჩატარების დრო: სამშაბათი-ხუთშაბათი 19:00-21:00, შაბათი 12:00-16:00
ხანგრძლიობა: 56 საათი
რეგისტრაციის ბოლო ვადა 28 ოქტომბერი
ღირებულება: 596 ლარი (ფასში გათვალისიწნებულია საჭირო საკანცელარიო ნივთებით და შესვენება ყავით)
კურსის ყველა მონაწილეს გადაეცემა ორენოვანი სერთიფიკატი, ჰენდაუთის მასალა და რეკომენდაციები ინდივიდუალური მიდგომის შესახებ.
ტრენერი
მაკო ჯაოშვილი
სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, კომპანია „სევენთის“ დირექტორი, ღონისძიების მენეჯერისა და ღონისძიების დიზაინერის პროფესიული სტანდარტის, სასწავლო პროგრამისა და „ღონისძიების დაგეგმვის“ სახელმძღვანელოს ავტორი. განათლების ხარისხის განვითარების ცენტრში დარგის ექსპერტ-ფასილიტატორი. ბლოგერი WOM.ge-ზე, ჟურნალებში: „კულინარტი,“ „ფოკუსი“, აქვეყნებს პუბილკაცებს „ფორბსში“ მოტივაციისა და თვითგანვითარების შესახებ.
მსგავსი
- IRC Language & Training Academy
- 2019.02.25
რუსული ენის შემსწავლელი კურსები
- IRC Language & Training Academy
- 2017.11.20
იაპონური ენის შემსწავლელი კურსები
- IRC Language & Training Academy
- 2017.04.01
სამაგისტრო გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი
- IRC Language & Training Academy
- 2016.09.19