„საერთაშორისო ურთიერთობების ცენტი“ მუდმივად ცდილობს საქართველოს პოპულარიზაცია გაუწიოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამჟამად, ჩვენი ცენტრის წარმომადგენლები ინდოეთში იმყოფებოდნენ. ვიზიტის მთავარ მიზანს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაცნობა წარმოადგენდა. ინდოეთის სხვადასხვა შტატში გამართული შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი გამოდგა. შედეგად, ჩვენი დახმარებით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ინდოეთის სხვადასხვა შტატიდან კიდევ მრავალ უცხოელ სტუდენტს მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრის წარმომადგენლებმა ჩაატარეს პრეზენტაციები, შეხვდნენ დაინტერესებულ პირებს. დარწმუნებულები ვართ, რომ ერთობლივი მუშაობითა და თანამშრომლობით საქართველოთი კიდევ მრავალი სტუდენტი დაინტერესდება მომავალში.