მედიაცია და მოლაპარაკების ხელოვნება
პიროვნება რომელიც ფლობს კონფლიქტის განმუხტვის ტაქტიკას და პოულობს დავის მოგვარების ალტერნატიულ გზას, ყველა კომპანიისთვის საჭირო კადრია. მას ვისაც სურს დაეუფლოს მოლაპარაკების უნარებს და შრომითი ურთიერთობების რეგულირებას მედიაციის მეშვეობით, ვიწვევთ გიორგი ჩალაძის ტრენინგზე.
კურსის თემატიკა:
- კონფლიქტის გამომწვევი ფაქტორები
- დავების /კონფლიქტების მოგვარების ტაქტიკა
- მედიაციის განმარტება და როლი
- მედიატორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- პრაქტიკული წინააღმდეგობები
- ეთიკის კოდექსი და სამართლებრივი ნორმები
- მოლაპარაკების წარმართვის უნარი
ტრენინგის ფორმატი:
ადგილობრივი & უცხოური პრაქტიკის მაგალითები, დავების მოგვარების თეორიული/პრაქტიკული ასპექტების განხილვა, როლური სიმულაციები, ჰენდაუთი.
ყველა მსმენელს გადაეცემა ორენოვანი სერტიფიკატი, ჰენდაუთები და ინფორმაცია საჭირო ლიტერატურის შესახებ.
დაეუფლეთ "მედიაციის და მოლაპარაკების ხელოვნებას" ჩვენი კურსის საშუალებით და თქვენ თავად დარწმუნდებით მის ეფექტიანობაში.
ხანგრძლივობა: კურსის საშუალო ხანგრძლივობა 10 საათია; ტრენინგის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დამკვეთი ორგანიზაციის მოთხოვნებზე.
IRC Language &Training Academy
ტელ: 2 30 86 61; მობ. 577 64 34 98
მის: ქ. თბილისი, დ. გამრეკელის ქ. #8
ელ. ფოსტა: irc@irc.com.ge
www.irc.com.ge
ტრენერი
გიორგი ჩალაძე
საერთაშორისო გამოცდილების მქონე მედიატორი გიორგი ჩალაძე, გაგაცნობთ საერთაშორისო პრაქტიკას, კოლაბორაციული პროცესის სამართლებრივ და ეთიკურ ნორმებს. მისი გამოცდილება ამ სფეროში, საკმაოდ ფართოა. ის მშვიდობის ინსტიტუტის დამფუძნებელია, ამასთან მეცნიერებათა დოქტორი და კონფლიქტის ფსიქოლოგიაზე პუბლიკაციების ავტორი. ტრენერი ასევე Pepperdine-ის უნივერსიტეტის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. გიორგი ჩალაძე, ხანგრძლივად თანამშრომლობდა ჰარვარდის უნივერსიტეტთან.
მსგავსი
- IRC Language & Training Academy
- 2016.09.01
მოლაპარაკების ტაქტიკა და სტრატეგია
- IRC Language & Training Academy
- 2016.12.23
შეხვედრა პროფესორ ქეთევან ნემსაძესთან
- IRC Language & Training Academy
- 2016.10.01
ჟურნალისტური უსაფრთხოება
- IRC Language & Training Academy
- 2016.09.01