ბიზნეს შეთავაზების წერა
ტრენერის შესახებ: გიორგი ჟღენტი არის პედაგოგიკის მეცნიერებათა კანდიდატი და აკადემიური დოქტორი, ხოლო ამჟამად იკავებს „შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში“ გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობას. პროფესიონალი ტრენერი სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა „ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში“ დირექტორის მოადგილის პოზიციაზე, ასევე იყო მინისტრის პირველი მოადგილე „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში“. წლების განმავლობაში იკავებდა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას და იყო Black Sea Group-ის ფინანსური დირექტორი.
კურსის შინაარსი:
- ბიზნეს შეთავაზების ფორმები, მასში შემავალი ელემენტები, მნიშვნელობა და მიზნები;
- ბიზნეს შეთავაზების წერის ეტაპები;
- ბიზნეს შეთავაზების წერის ძირითადი აქცენტები;
- როგორ უნდა მოვარგოთ ჩვენი შეთავაზება გრანტის განაწილების მექანიზმების მოთხოვნებს;
- სრულყოფილი აპლიკაციის 9 მახასიათებელი;
- სრულყოფილი აპლიკაციის შეფასება და შერჩევა;
- საგრანტო პროექტის დაფინანსება;
ხანგრძლივობა: 2 დღე (14 საათი)
გამოყენებული სწავლების მეთოდები: თეორიული მასალა, როლური თამაშები, ქეისები, სიტუაციური ანალიზები, ჯგუფური სავარჯიშოები, დისკუსია.
ყოველ მსმენელს გადაეცემა ორენოვანი სერტიფიკატი, ჰენდაუთი და დამატებითი
ინფორმაცია საჭირო ლიტერატურაზე.
საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრი
2 30 86 61; მობ. 577 64 34 98
ქ. თბილისი, დ. გამრეკელის ქ. #8
www.irc.com.ge
მსგავსი
- IRC Language & Training Academy
- 2016.10.01
ჟურნალისტური უსაფრთხოება
- IRC Language & Training Academy
- 2016.09.01
ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის ტრენინგები
- IRC Language & Training Academy
- 2016.09.01
კომუნიკაცია და დარწმუნების ხელოვნება
- IRC Language & Training Academy
- 2016.09.01