„საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრი“ (IRC) მრავალ-ფუნქციური კომპანიაა. ჩვენი საქმიანობა 3 ძირითად მიმართულებად იყოფა: საგანმანათლებლო სფერო (IRC Education), ტურიზმი (IRC Tour) და სამედიცინო ტურიზმი (IRC Medical Tourism) . ჩვენი გუნდი ერთად მუშაობის 10 წელს ითვლის.
IRC Education-ის ფარგლებში საერთაშორისო ურთიერთობის ცენტრი (IRC) ახორციელებს პროექტებს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, როგორიცაა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი და სხვა. ჩვენი კომპანიის დახმარებით და თანამშრომლობით 400-ზე მეტი უცხოელი სტუდენტი წარმატებით გადის საბაკალავრო პროგრამას ჩვენს პარტნიორ უნივერსიტეტებში.
IRC Education-ის ფარგლებში საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრში ფუნქციონირებს ენების და ტრენინგების აკადემია. რომელშიც მოწვეულ სპეციალისტებან ერთად შეგიძლიათ დაესწროთ საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული ტრენინგებს და მასტერკლასებს. IRC გთავაზობთ თქვენი ორგანიზაციისთვის ტრენინგ-კურსების ორგანიზებას, ქართველ და უცხოელ ტრენერებთან ერთად. ტრენინგებს უძღვებიან: ლაშა ჟვანია, გურამ შეროზია, ოთარ ქირია, გიორგი ჩალაძე, მაკო ჯაოშვილი, თეა ტურაშვილი, გიორგი მკურნალიძე, ნინო წულაია და სხვები
IRC Tour გთავაზობთ, სრულ ტურისტულ მომსახურებას. ჩვენი ერთგული მგზავრები, კომპანიის დახმარებით, ყველაზე ხელსაყრელ ფასად მოგზაურობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. IRC Tour-ში ერთხელ მოსული ადამიანები ჩვენი ერთგული მომხმარებლები და ხშირად მეგობრები ხდებიან. მისაღები ფასები და მაღალი ხარისხის მომსახურება, ჩვენთან ურთიერთობის და მეგობრობის დაწყების მთავარი მიზეზია.
საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრის პარტნიორების დახმარებით ხელს ვუწყობთ საქართველოში სამედიცინო ტურიზმის განვითარებას. სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, ჩვენი დახმარებით შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ ქვეყნის წამყვან კლინიკებში.
"საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრი" IRC
ტელ. : 2 30 86 61 ; 577 64 34 98
მის. : ქ. თბილისი, დავით გამრეკელის N 8
ელ.ფოსტა : pr@irc.com.ge