როგორ გავზარდოთ გაყიდვები?

ყველა კომპანია რაღაც მომსახურებას ყიდის და ეძებს იმ მარტივ და ერთად-ერთ გზას თუ როგორ უნდა გაზარდოს გაყიდვები. ძალიან სამწუხაროა თუმცა ასეთი ერთი გზა არ არსებობს და შესაბამისად ამ ბლოგში მას ვერ შემოგთავაზებთ.

ჩვენდა სასიხარულოდ არსებობს რამდენიმე ნაბიჯი რომელიც წარმატებისკენ, ამ შემთხვევაში კი გაყიდვების გაზრდისკენ მიგვიყვანს.

  1. ჩამოაყალიბეთ თქვენი მიზანი და მიზნის მიღწევის გზები. ბრიტანელ მეცნიერებს თუ დავუჯერებთ მიზნის განსაზღვრაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია განსაზღვრული მიზნის ფურცელზე გადატანა და ხმამაღლა გაჟღერება.
  2. განსაზღვრეთ ვინ არის თქვენი სამიზნე აუდიტორია. განსაზღვრეთ პოტენციური კლენტების სქესისი, ასაკი, საცხოვრებელი, საიდან შეიძლება მიიღოს ინფორმაცია თქვენს შესახებ და ა. შ. ძალიან ხშირად კომპანიის თანამშრომლები ხატავენ პოტენციურ კლიენტებს. ( თუმცა ეს ყველაფერი დაგეგმვის ეტაპზე უფრო გამოიყენება)
  3. ჩაატარეთ ბაზრის კვლევა. განსაზღვრეთ რა ნიშა გსურთ დაიკავოთ ბაზარზე, რამდენადაა დაკავშირებული ის თქვენს მიზანთან. შეისწავლე კონკურენტები, მათი მომსახურება. განსაზღვრე რას სთავაზობთ ახალს და მათგან განსხვავებულს.
  4. შეეცადეთ, რომ დაგეგმოთ ინოვატორული PR კამპანია, მოერიდეთ გაცვეთილ შაბლონურ ფრაზებს და ქმედებებს. იგივე სლოგანის არჩევისას იყავით კრეატიული და განსხვავებული.
  5. მთავარი არ არის რამდენი ფულს გაიღებთ რეკლამისთვის, მთავარია რა საშულებით ვრცელდება ის და ვინ არის თქვენი სამიზნე აუდიტორია. შეეცადეთ, რომ დაგეგმოთ ინოვატორული PR კამპანია, მოერიდეთ გაცვეთილ შაბლონურ ფრაზებს და ქმედებებს. იგივე სლოგანის არჩევისას იყავით კრეატიული და განსხვავებული.
  6. ყველა ბიზნესი მეტად წარმატებულია, როდესაც ადამიანთა ჯგუფი მუშაობს ერთი მიმართულებით ისახავს ერთ მიზანს და ერთად აღწევენ ამ მიზნებს. არ დაგავიწყდეთ თანამშრომლების შექება და მოტივაციის გაზრდა, წარმატების შემთხვევაში.

და ბოლოს, წარმატების ერთი მარტივი ფორმულა არ არსებობს. თუმცა შეგიძლია იხელმძღვანელო წარმატებული ჯონ როკფელერის სიტყვებით ,,კარგი მენეჯმენტი ნიშნავს აჩვენო ჩვეულებრივ ადამიანებს როგორ იმუშაონ არაჩვეულებრივად თანამშრომელთა მაღალი მოტივაცია და საერთო მიზნისკენ სწრაფვა წარმატებული ბიზნესისკენ გადადგმული უმთავრესი ნაბიჯია.

IRC ენების და ტრენინგების აკადემია გისურვებთ წარმატებებს