7 რჩევა და კარგი პრეზენტაცია მზად არის!

 

პრეზენტაციას აკეთებს ყველა. წარმატებულ პრეზენტაციაზე სკოლაში კარგი ნიშნის მიღება, უნივერსიტეტში კარგი ქულის მიღება, ცოტა მოგვიანებით სამსახურის დაწყება და ძალიან ბევრი წარმატებაა დამოკიდებული. პრეზენტაციად შეიძლება აღვიქვათ ყველაფერი რაც დაკავშირებულია საკუთარი თავის წარდგენასთან, ორგანიზაციის წარდგენასთან, პროდუქტის გაცნობასთან და ა. შ. ნებისმიერ წარმატებულ მოლაპარაკებას ხშირად წინ უსწრებს კარგად ჩატარებული პრეზენტაცია, რომელიც არ არის აუცილებელი power point-ის ან prezi-ის დახმარებით იყოს გაფორმებული. ამიტომ საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრი გთავაზობთ რამდენიმე ხრიკს თუ როგორ გახადოთ თქვენი პრეზენტაცია უფრო მომხიბვლელი.

 

 

 

 

 

 

  • შეადგინეთ გეგმა გამოყავით ის ფრაზები, რომელსაც აუცილებლად გამოიყენებთ თქვენს პრეზენტაციაში. რამდენჯერმე (თუმცა არა მოსაბეზრებლად) შეგიძლიათ გაიმეოროთ ის რაც გსურთ, რომ თქვენმა მსმენელმა დაიმახსოვროს. პრეზენტაცია შეგიძლიათ დაიწყოთ კითხვით, წარდგენისას ნელ-ნელა მიხვიდეთ და საბოლოოდ დაასრულოთ პასუხით. ამ შემთხვევაში მსმენელს აქვს განცდა, რომ თქვენი პრეზენტაცია კარგად ჩამოყალიბებული და ლოგიკურად გამართულია.
  • გაითვალისწინეთ ფსიქოლოგების დაკვირვების შედეგები. მსმენელი, რაც არ უნდა მოდნომებით გისმენდეთ, საშუალოდ მხოლოდ 15-20 წუთი უსმენს პრეზენტაციას. ასე, რომ შეეცადეთ, რომ მაქსიმალურად ჩაეტიოთ დროში.

 

  • ისევ ფსიქოლოგების დასკვნას, რომ დავეყრდნოთ ადამიანები ინფორმაციას ყველაზე კარგად იღებენ ვიზუალური აღქმით და შეხებით. ადამიანი ინფორმაციის 80%-ს ღებულობს მხედველობის საშუალებით. შესაბამისად თუ თქვენ ყიდით პროდუქტს და აკეთებთ მის პრეზენტაციას, თქვენს საუბარზე მეტად აქცენტი უნდა გააკეთოთ იმ საშუალებებზე, რომელსაც გამოიყენებ. თუ ეს იქნება სლაიდი, მისი ვიზუალი უნდა იყოს მომხიბვლელი და დასამახსოვრებელი. თქვენი პროდუქციის ადგილზე მიტანა და გაცნობა იდეალური ვარიანტია.

 

   

 

 

 

 

 

  • ხშირად მომხსენებლები ყველა საჭირო ინფორმაციას ათავსებენ სლაიზე და იქ ერთგვარი მოკარნახე ეგულებათ. ეს ცუდია როდესაც აკეთებთ პროდუქტის წარდგენას, თუმცა კარგია თუ არ გაქვთ საშუალება თავად წარადგინოთ პროდუქტი და ეს თქვენმა გაგზავნილმა მასალამ უნდა შესძლოს. ბევრ ლინკზე გადასვლა დეტალური ინფორმაციისთვის არავის არ ხიბლავს. ასე, რომ ამ შემთხვევაში შედარებით მეტი მასალის გამოყენება ნებადართულია. თუმცა შეეცადოთ თქვენი პრეზენტაცია ძალიან არ გადატვირთოთ ტექსტით.

 

  • ყველა ჟურნალისტის ოქროს წესია, რომ მუქ ფონზე დიდი ტექსტს მკითხველი არასდროს კითხულობს. ასე, რომ ფერის ცვლილებამ შეიძლება მკითხველი ყურადღება მიიქციოს. თუმცა ზოგადად მუქი ფონი პრეზენტაციის აწყობისას არ გამოიყენოთ.

 

  • შეეცადეთ პრეზენტაცი იყოს დინამიკური, გამოიყენეთ ხმის ტემბრის ცვალებადობა. აუდიტორიაზე ძალიან კარგად მოქმედებს იუმორი. თუმცა შეინარჩუნეთ ზღვარი, რომ ზედმეტად არასერიოზულად არ ჩაგთვალონ.

 

  • პრინციპი 10/20/30 - Guy Kawasaki-სგან
    Guy Kawasaki- ძალიან ცნობილი ბლოგერი, Open Source-ის შესახებ, წიგნების ავტორი გვირჩევს პრეზენტაციისათვის გამოვიყენოთ შემდეგი წესი: 10 სლაიდი 20 წუთის განმავლობაში 30 ზომის შრიფტი.
    10 სლაიდი - ეს არის რაოდენობა, რომლის "ათვისებაც" მარტივად შეუძლია მსმენელს. მეტი სლაიდი მეტყველებს იმაზე, რომ თქვენ ვერ შეძელით ძირითადი თეზისების გამოყოფა. დაფიქრდით, მოაშორეთ ყველაფერი ზედმეტი და პრეზენტაციის დროს აჩვენეთ მხოლოდ ის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია.
    20 წუთი - ეს არის დრო, რომელიც გამოყოფილია მხოლოდ მონოლოგისათვის, ვინაიდან დანარჩენი ტექნიკის გამართვასა და მსმენელის კითხვებზე პასუხის გაცემაში დაგეხარჯებათ.
    30 ზომის შრიფტი - ეს არის სლაიდებზე ტექსტის დასაწერი ოპტიმალური ზომა. აუცილებელია მოკლედ ჩამოაყალიბოთ მნიშვნელოვანი თეზისები და ისე დაიტანოთ ისინი სლაიდებზე, რომ თითოეულმა დაიკავოს თანაბარი ადგილი. ასეთი ტექსტის წაკითხვა შედარებით სასიამოვნო იქნება მსმენელისათვის და ისინი კონცენტრირებულები იქნებიან თქვენს მოხსენებაზე.