3 ცრურწმენა და სატელეფონო გაყიდვები

 

 

ერთგული მომხმარებელი ორგანიზაციის მამოძრავებელი ძალაა, მაგრამ წარმატებულმა ორგანიზაციამ ყოველთვის იცის, რომ მხოლოდ ადამიანთა ამ კონკრეტულ ჯგუფს ვერ დაეყრდნობა. ,,თქვენი მომსახურებით, სასიამოვნოდ მოჯადოვებულთა წრის’’ მუდმივი გაფართოება გარდაუვალია. ამისთვის ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი და ეფექტური გზა კი სატელეფონო გაყიდვებია.

გთავაზობთ 3 გავრცელებულ ცრურწმენას სატელეფონო გაყიდვების შესახებ, რომლის ცოდნაც დაგეხმარებათ მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარებაში.  

ცრურწმენა #1 (ანუ რას ფიქრობს ამ დროს მომხმარებელი)

  • ალბათ მათი პროდუქტი ცუდია, ისე არავინ ყიდულობს და უნდათ სატელეფონო აფიორაში მე ჩამითრიონ

არამც და არამც, გაახსენეთ თქვენს პოტენციურ კლიენტს მისი საყვარელი ბანკის თუ სადაზღვეო კომპანიების მაგალითი. ნუთუ აქამდე არავინ დაკავშირებია ამ გზით? კითხეთ შეუძენია თუ არა  წიგნები სატელეფონო გაყიდვების შედეგად ან უბრალოდ გაუგია თუ არა  ძალიან, ძალიან მომგებიანი აქციის შესახებ სატელეფონო კომუნიკაციის შემდეგ.  

აუხსენით მას, რომ გაყიდვების ეს ხერხი, უბრალოდ საკმაოდ ეფექტურია და გამოიყენება იმ კლიენტებთან, რომლებსაც არ რჩებათ დრო, რომ ინფორმაცია თავად მოიპოვონ. მყიდველი უნდა დარწმუნდეს რომ პროდუქტი, რომელსაც სთავაზობთ ცუდი კი არა ძალიან კარგია. უბრალოდ მას პირადად უკავშირდებით რადგან, მიეკუთვნება უზომოდ დაკავებული ადამიანების რიცხვს, რომელსაც რეალურად  სატელევიზიო რეკლამების, ბილბორდების და გაზეთების თვალიერების დრო არ რჩება.

მიიღეთ ეს მომსახურება და გაყიდვები, როგორც VIP კლიენტმა.

 

ცრურწმენა #2

  • მე არ ვიცნობ ამ კომპანიას, ვინ იცის რა ხარისხის იქნება მათ მიერ შემოთავაზებული პროდუქცია?

პირველ რიგში, კომპანიას დიდი ალბათობით ექნება ოფისი, სადაც  შეგიძლიათ მოიწვიოთ პოტენციური კლიენტი და  პროდუქციის ხარისხი თავად შეამოწმებინოთ. ამასთან შეახსენეთ, რომ წარმატებულ, თუმცა ნაკლებ ხარისხიან ბრენდებს ხშირად მათი სახელი ყიდის. ამიტომ, პირობითად ანას ფირმის ტოსტერი შეიძლება ბევრად კარგი ხარისხის იყოს და იაფიც, რადგან ეს ფირმა ახლა ,,იხვეჭს სახელს’’

 

ცრურწმენა #3

  • ერთხელ, რომ რამე ვიყიდო გაყიდვების აგენტი მუდმივად შემაწუხებს დაუსრულებელი შემოთავაზებებით

ასეთ ორგანიზაციებს მუდმივად განახლებადი ბაზები აქვთ, თქვენ შეგიძლიათ იყიდოთ პროდუქტი და ამავდროულად დააფიქსიროთ, რომ არ გსურთ ხშირად დაგიკავშირდნენ სატელეფონო შეთავაზებით. დამერწმუნეთ, რომ თქვენს პირად აგენტს ბევრად ურჩევნია თქვენ კმაყოფილი დარჩეთ და თუნდაც 2 თვეში ერთხელ ორივესთვის მომგებიანი შენაძენი გააკეთოთ. ვიდრე დღე გამოშვებით გირეკოთ და გაგაღიზიანოთ, რის შედეგადაც  დაგკარგავთ როგორც მომხმარებელს.

 

ასე, რომ სატელეფონო გაყიდვები არ არის ცუდი. მთავარია თქვენ, ანუ  გაყიდვები აგენტმა პოტენციურ კლიენტს თავი აგრძნობინოთ, როგორც VIP მომხმარებელს. ეს მართლაც ასეა, მას თავად კომპანია უკავშირდება და არა პირიქით. თქვენ, როგორც მომხმარებელს კი უნდა გახსოვდეთ, რომ როდესაც დრო არ გაქვთ ან პროდუქტი თქვენთვის ნაკლებად საინტერესოა ზრდილობიანი უარით საუბრის დასრულებას წინ არაფერი უდგას.